უკრაინა აცხადებს, რომ 41 რუსული რაკეტიდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 41 ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და მართვადი საზენიტო რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 41-დან 21 რაკეტა გაანადგურეს.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, ში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 1 – კიევში, 1- დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და 3 – ქალაქ ხარკოვში. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა, მათ შორის სახლები და სასწავლო დაწესებულებები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კიევსა და ხარკოვზე დარტყმები ჩაითვალოს პასუხად ქალაქ დონეცკის ბაზარზე 21 იანვარს განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის გამოც რუსეთმა უკრაინის არმია დაადანაშაულა. „არა, არ შეიძლება“, – იყო პესკოვის პასუხი.

ასევე დაგაინტერესებთ