ვლადიმერ პუტინი – მტერი თავდაცვისთვის მრავალი წელი ემზადებოდა, ვიცით, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ ს შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს გათავისუფლების მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს. შესაბამისი განცხადება ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გენერალურ შტაბთან შეხვედრისას გააკეთა.
ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „დნეპრის“ მეთაურს, მიხეილ ტეპლინსკის „წარმატებული მოქმედებებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„მტერი იქ თავდაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ვიცით, რომ იქ სიტუაცია რთულია. მიუხედავად ამისა, თქვენი ჯგუფის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას ახერხებთ“, – განაცხადა პუტინმა.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა „დონბასის სრულად გათავისუფლების“ შესახებაც ისაუბრა.
„სევერსკის გათავისუფლება და კონსტანტინოვკაში ეფექტური სამუშაოები შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ „ცენტრის“ ძალებთან თანამშრომლობით, დონბასის ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას