უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინაში დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე დღეს დილით მიიტანა. დაღუპულები არიან როგორც დედაქალაქში, ისე დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში. კლიმენკოს ინფორმაციითვე, ამ დროისათვის ცნობილია 30-მდე დაშავებულის შესახებ.