ევროპელი ლიდერები მუშაობას გააგრძელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე

ევროპელი ლიდერები მუშაობას გააგრძელებენ ში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად საჭირო უსაფრთხოების გარანტიებზე. -ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მ 28 დეკემბერს, ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საუბრისას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ომის დასასრულებლად. სტუბის თანახმად, ერთად მუშაობენ სამართლიან და მყარ მშვიდობაზე.
სტუბის პოსტის მიხედვით, ვიდეოკონფერენციაში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და იტალიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.
ვიდეოკონფერენციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ში დაწერა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.
მაკრონის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.
„მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
ვიდეოკონფერენციის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ში დაწერა, რომ მიესალმნენ -ისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას და ევროპა მზად არის განაგრძოს სა და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ პროგრესის გამტკიცებისთვის. ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ძალისხმევაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს პირველივე დღიდან უსაფრთხოების რკინის გარანტიების მიღებას.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
შეუთანხმებელი რჩება ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი – დონბასის მომავალი. მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა.
პრეზიდენტმა მ ფლორიდაში განაცხადა, რომ დონბასის შესახებ უკრაინის პოზიცია ცნობილია და ის სგან აბსოლუტურად განსხვავებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დონბასის საკითხს ძალიან რთული უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მას გადაწყვეტენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა