აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან ტელეფონით ისაუბრებენ, ამის შესახებ საკითხთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა.
ზელენსკიმ უკვე გამართა ფლორიდაში დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე საუბარი ევრიპელ ლიდერებთან, რომელშიც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა, ფინეთის და სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ.
CNN-ი წერს, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავდეს და რუსეთი აგრესიისთვის არ დააჯილდოვდეს.
www.interpressnews.ge




