,,არ ვარ გულმოკლული და იმედგაცრუებული ბატონი თემურის გაქოცებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი თემურ ჭყონიას შესახებ წერს:
,,ჭყონიაზე არ ვაპირებდი არაფრის დაწერას. განსხვავებით სხვა ოპომედიებისგან კოკა–კოლას კავკასიაში ერთი თეთრი არ მოუტანია ოც წელზე მეტია. არც მაშინ, როცა რეიტინგით ძალიან ზევით ვიყავით. მეთქი არ გამოვიდეს ისე, რომ ნაწყენი ვარ და მომენტი ჩამივარდა ხელში. მერე სადღაც შემხვდა, მედიის ჩამონათვალში, რომელსაც ჭყონია აფინანსებს, ვიღაცეებს კავკასიაც ეწერათ. ამიტომ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვართ ამ სიაში. არასოდეს დავუფინანსებივართ ჭყონიას.
რადგან დავიწყე, ბარემ ვიტყვი ბოლომდე რამდენიმე რამეს:
1. არ ვარ გულმოკლული და იმედგაცრუებული ბატონი თემურის გაქოცებით, იმიტომ რომ დიდი მოლოდინი არც მქონია გმირული აქტების. მართლა უნიკალური და საკაიფო ტიპია, მაგრამ არა სამოქალაქო გმირი და მსოფლმხედველობას შეწირული.
2. ის, რომ არაქოცურ პროექტებს აფინანსებს ბოლო წლებია, ჩემი აზრით უბრალოდ დივერსიფიკაციაა. სხვებზე ჭკვიანია და თან აქვს ამ ფუფუნების უფლება, რადგან საერთაშორისო ბრენდის ქოლგა აქვს და ადვილად ვერ გადაუვლიან. ამიტომ აკეთებს დივერსიფიკაციას, ანუ სხვადასხვა კალათებში დებს კვერცხებს, რა იცი, რა მოხდება და რომელი იბარტყებს. და ჩემი დაკვირვებით, მას პოლიტიკური პროექტები უყვარს, მათ შორის მედიაში. არ მგონია რეალურად დამოუკიდებელი და უპატრონო მედია დიდად ხიბლავდეს. იქ ფულის მიტანაში სამომავლო ინვესტიციას ვერ ხედავს.
3. ახლა მთავარი: ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა არა ჭყონიას პერსონა, არამედ თავისთავად ფაქტი, აქტი, მოვლენა და მისი ადეკვატური შეფასება.
რატომ დგას ათასობით ადამიანი წელიწადზე მეტია ქუჩაში? რატომ სხედან პოლიტპატიმრები ციხეებში ისე, რომ უკან არაფერზე იხევენ? რატომ მიდიან ადამიანები შეგნებულად ციხეში, აგრძელებენ პროტესტს, თმობენ პირად კეთილდღეობას, სამსახურს, კომფორტს? რატომ ვერ ვხედავ მე და ბევრი ჩემნაირი ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს მომავალს თუ სასწრაფოდ რეჟიმი არ შეიცვალა? იმიტომ რომ ეს არის რუსული რეჟიმი. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ყველაფერი რუსული აქვს ამ რეჟიმს – კანონებით დაწყებული, რიტორიკით დამთავრებული, ერთი ერთში; იმიტომ რომ ვიცით, თუ ამ ყველაფრის ნორმალიზაცია მოვახდინეთ, ვთქვით, რომ ოკ, არაუშავრს, ამაზე გავაკრიტიკოთ, ამაზე არა, სპორტის საკითხებში მადლობა ვუთხრათ, მერე რა, რომ გლობალურად ქვეყანას ღუპავენ და რუსეთში მიყავთ, ხვალ უარესი იქნება. ვიქნებით სრულიად რუსული ციხე, ღატაკი და უუფლებო ხალხი, მავთულხლართებით შემოღობილ ქვეყანაში, რუსული ჩექმის ქვეშ. ეს არის ფაქტებით გამყარებული ცოდნა. ეს არ არის გაზვიადება.
და ვისაც ამ რეჟიმთან ნორმალურობის ფარგლებში შეუძლია ურთიერთობა, ვითომც არაფერი, დიახ, მიუღებელია ჩემთვის.
ვინც ჭყონიასთან ვალში ხართ, რამენაირად სხვანაირად გაქვითეთ ეს ვალები. ისე, რომ ჩვენ არ მოგვახვიოთ თავს –კალაძესთან სიყვარულობანას ლეგიტიმაცია. ნუ ცდილობთ იმის მტკიცებას, რომ ნორმალურია რუს სთან ერთ ჭერქვეშ იჯდე და კალაძიან პაპუაშვილიანად გაგიმარჯოს მაგრად იყავის ეუბნებოდე.
რატომ არის ეს პრინციპული: ჩვენ ფაქტიურად ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ტიპის ბრძოლაში ვართ, და ნებისმიერი გადღაბნილი აქცენტი, არათანმიმდევრული მსჯელობები და მტკიცებები ძალიან აზარალებს ჩვენს გზას, მოტივაციას და გამარჯვებას.
და ბოლოს, კავკასია არასოდეს ყოფილა ჭყონიების იმედზე. მხოლოდ თქვენს იმედზეა. მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, ვიარსებებთ თუ არა მომავალ წელს. მადლობა ყველას, ვინც ამას ხვდებით და მინდა რომ უფრო მეტი მიხვდეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ მხარდაჭერას.