– ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს

ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პარტნიორებზე.
„ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღეა და ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად, თუმცა, მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილებები, დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. მათზე, ვინც ს ეხმარება და მათზე, ვინც რუსეთზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსებმა საკუთარი აგრესიის შედეგები იგრძნონ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ძალებმა ში 2100-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 800 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 94 რაკეტა გაუშვეს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ევროპელი პარტნიორები შეხვედრას ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან.