კანადა უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ჰალიფაქსში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას უკრაინის აღდგენის პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა კარნიმ.
ზელენსკისა და კარნის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სატელეფონო საუბარი გამართეს ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი