ვოლოდიმირ ზელენსკი -ში გაემგზავრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტამდე კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის შეხვდება.
„ახლა აშშ-ში მივემგზავრებით. კანადაში შევჩერდებით, სადაც პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შევხვდებით. ჩვენ ევროპელ ლიდერებთან საუბარს ვგეგმავთ. მათ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილავ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მასთან ერთად აშშ-ში, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა გაემგზავრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს