ოპოზიციაზე – ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს – ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყვეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.
„იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყვეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. როცა ვაკეთებთ შედარებას, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.
თუ ქვეყანა გიყვარს, შენი მოსახლეობა გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებული იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.