ანი ნადარეიშვილი – პოლონეთში ვიყავით ემიგრაციაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ბაჩო რამდენიმე კვირის წინ აპირებდა იქ გაბრუნებას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს – რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, სრული ბოდვა იყო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს.
როგორც ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, ადრე ისინი პოლონეთში, როგორც ემიგრანტები „ლუკმა-პურის საშოვნელად იმყოფებოდნენ“ და კვლავ აპირებდა უკან გაბრუნებას. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამო არ გაუშვეს ბაჩო ახალაია საზღვარზე, ანი ნადარეიშვილის თქმით, მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.
„ბაჩო, რამდენიმე კვირის წინ აპირებდა უკან გაბრუნებას ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული, როგორც ყველა ემიგრანტი. ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. აქ, მოგეხსენებათ, არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვით და საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან დაახლოებით 3 კვირის წინ.
არაფერი არ უთხრეს მიზეზი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი ყველა გადაადგილება და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა”,- აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით – ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, სთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს “პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე” 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება