„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალურ ქსელზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე „ჯივიპი“ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 24 იანვარს დილის 11:00 საათიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში – გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს, ედისის, სვირის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კავთისხევის, მანჯგალაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზნის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელის, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, დეპოს და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით