რას ვერ გააკეთებდა ლილუაშვილი კონკრეტული მაღალჩინოსნების გარეშე, რატომ და რომელ.მორიგ “ბედოვლათს დააჯდება სიკვდილის ბუზი?” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
ტყუილად არ დამიწერია „ახლა ლილუაშვილმა ვის უნდა დაადოს ხელი?“. ძალიან საინტერესო პროცესის მომსწრე ვართ. კორუფციის აღმოფხვრის მოტივით ამუშავებული დაჭერების მანქანა წესით, ვერანაირი ლოგიკით, ლილუაშვილზე ვერ უნდა შეჩერდეს. ვეცდები ავხსნა რატომ. პირველად დააკავეს მაღალი თანამდეობის პირი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღებაში კერძო კომპანიების ინტერესების ლობირების მიზნით, ოღონდ ამ თანამდეობის პირს არანაირად არ შეეძლო, თუნდაც ფორმალურად, მიეღო გადაწყვტილებები, რომლებიც ამ ბიზნესმენის ინტერესში შედიოდა. სუს-ი არ გასცემს ლიცენზიას ექტროსადგურების მშენებლობაზე, ის ვერც გადაწყვეტილებებს იღებს გაზსადენის გაყვანა-რებილიტაციის, თუ საბავშვო ბაღების აშენება-შეკეთების და მომარაგების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გამოსავლენად. თუ ლილუაშვილმა ფული აიღო კონკრეტული ბიზნეს კომპანიებისათვის სახელმწიფო შეკვეთების გაფორმებაში დასახმარებლად, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა იყო საქართველოს მთავრობისა თუ თბილისის მერიის თანამდეობის პირების კომპეტენციაში. კერძოდ, ხელშეკრულებებს ელექტროსადგურის მშენებლობის უფლების მინიჭების შესახებ ან ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით აფორმებს საქართველოს მთავრობა, ან საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო. გაზსადენის მშენებლობა, რებილიტაციაზე ტენდერებში გამარჯვებულს ავლენს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის ეკონომიკის სამინისტრო, ხელშეკრულებას ხელს, დიდი ალბათობით, აწერს ან სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ან ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება თბილისის მერიის კომპეტენციაში არსებულ საბავშვო ბაღების მშენებლობა- რებილიტაციას და მომარაგებას (ბავშვთა კვება, ავეჯი და ა.შ.) ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ათეულობით მილიონ თანხას განკარგვას, თან ერთპიროვნულად, ვინმე მიანდობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსს. ეს ხდება კონსოლიდირებული ტენდერებით და ასეთი მრავალათეულმილიონობით თანხების კონკრეტულ კომპანიებისათვის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად არიან ჩართული არა მხოლოდ მერიის მაღალჩინოსნები და მისი საფინანსო სამსახური, არამედ, ძალიან ხშირად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამას ვწერ, რათა ავხსნა, რომ ლილუაშვილი მარტო ვერანაირად ვერ შეძლებდა ქრთამის მიმცემი ბიზნესმენების ინტერესების დაცვას. მას შეეძლო ამ ბიზნესმენთა ინტერესების ლობირება, მაგრამ არა მათ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ნესბისმიერ ამ გადაწყვეტილებას ითანხმებდა, იღებდა და ხელს აწერდა საკმაოდ ბევრი, მათ შორის პოლიტიკური თანამდეობის პირი. რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ლილუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, ამ პროკურატურასაც კი გაუჭირდება ეჭვმიტანილთა თუ ბრალდებულთა წრის მხოლოდ სუსის უფროსით და სხვადასხვა უწყებებში მომუშავე წვრილფეხობით შემოფარგვლა. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება აგრეთვე სხვა მაღალი თანამდეობის პირებზე უნდა გავიდეს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ჰოდა ვინაა შემდეგი? ამჯერად ვის გაწირავს თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნებისმიერი რეჟიმისათის ძალიან სასარგებლო და საშიში საპროცესო გარიგების მექანიზმი, როცა ადამიანს აკავებ და მერე საპროცესო გარიგებით ათავსუფლებ, ან სასჯელს უმსუბუქებ, თუკი ის გამოძიების ინტერესებში მყოფ პიროვნებას დაადებს ხელს ? ჩემთვის ახლა მთავარი საკითხი ის არის, რომელ მორიგ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კმაყოფილ და ბედნიერ, ბედოვლათს დააჯდება სიკვდილის ბუზი.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხახების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის წლებში, დედაქალაქის მერი იყო , ეკონომიკის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, ხოლო ოვნების გუნდის პრემიერი კი – .

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს