მაკო გომური – პროკურატურიდან დამირეკეს, გახარიას ბრალი განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადავუკვალიფიცირეთ და ახალი დაზარალებულის ცნობა გექნებაო

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი გახარიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ დაზარალებულად ხელახლა ცნობენ.
„პროკურატურიდან დამირეკეს, გახარიას განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადავუკვალიფიცირეთ და ახალი დაზარალებულის ცნობა გექნება“, – წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.