ქეთევან ბაკარაძე: ხალხი და ადამიანები რომ აღელვებდეს ს, ან მის პატრონებს, სათანადო რეფორმებს დააანონსებდნენ

კობახიძის უცაბედი “გამოფხიზლება”, “გამოღვიძება”, “გამონათება”, “დაბადება”, თუ რაღაც ახალი მენტალური მდგომარეობა გვამცნობს აღმოჩენილ კატასტროფულ სატარიფო პოლიტიკაზე.
წლების განმავლობაში საბაზისო პროდუქტებზე გაზრდილი ფასები რომ აღარიბებს, აღატაკებს მოსახლეობას, რომელსაც არცერთი ინსტრუმენტი, მიგდებული, სამარცხვინო სოციალური შემწეობის გარდა არ იცავს, გამოსავალს ქვეყნის დატოვებაში, ემიგრაციაში ხედავს.
“ოცნების” პრემიერი სუპერმარკეტების ქსელების მეპატრონეებს იშველიებს პურსა, თუ ზეთზე უკონტროლო ფასნამატის მიზეზად, კარტელურ გარიგებებს და კონსპირაციის თეორიებს ადანაშაულებს.
და მედიკამენტებზე რა ხდება? საწვავზე? ელექტროენერგიის ტარიფზე, კიდევ გაზრდას რომ აპირებენ უახლოეს მომავალში აბსურდული არგუმენტებით?
რეალურად ხალხი და ადამიანები რომ აღელვებდეს ს, ან მის პატრონებს, სათანადო რეფორმებს დააანონსებდნენ, მხარს დაუჭერდნენ მინიმალური ხელფასის სტანდარტის განსაზღვრის კანონპროექტს, პენსიების გაზრდის ინიციატივას, და ბიუჯეტის ლუსტრირებულ, ან ჯერ კიდევ დაკონსერვებულ ქურდებს გაასამართლებდნენ.
მაგრამ, წინასაახალწლო ტრიუკით და მორიგი მანიპულაციით ურჩევნიათ ისევ მასების გაბრიყვება. მსგავსი “სენსაციური” აღმოჩენით ცდილობენ გადაფარონ “ეკონომიკური აღმავლობის” ბლეფი , სოციალური კრიზისი და წინასადღესასწაულოდ მშიერი ადამიანების სასოწარკვეთა.
მართლა გჯერათ, რომ ყველა იდიოტიზმს გაყიდით წარმატებით? თუმცა გყავთ თქვენი მომხმარებელი, ვისაც სჯერა, რომ ბობმების ცვენისგან დაგვიცავით, კაცები გათხოვებისგან გადაარჩინეთ და ახლაც, ძველი კლანური სუპერმარკეტული ქსელების ჩასვენებას და ახალი ბიზნესახეების ველის მოსუფთავებას არა აქვს ადგილი?
თანაც ეს ოპოზიციისგან დაკოპირებული ფორმატით პოზიციონირებაც რა სირცხვილია? უკეთესი ვერ მოიფიქრეთ ამ კაცს რამე შეკოწიწებული რეიტინგის თუნდაც მოკლევადიანი ეფექტისთვის?!

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები