– არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არაა ლაპარაკი – თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი

არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არაა ლაპარაკი – თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის არანაირი პოზიტივი არაა მისაღები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან.
„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია ეს რეპრესია. 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე აქ ლაპარაკი არ არის. თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ “რევოლუციურ კომიტეტში”. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი, გინდა ევროპული კვლევების, გინდა მსოფლიო ბანკის კვლევები, მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არადა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან