ნავალნი კვლავ სამარტოო საკანში მოათავსეს

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ს თანამოაზრეები აცხადებენ, რომ კრემლის კრიტიკოსი 10 დღით სამარტოო საკანში მოათავსეს, რადგან „ციხის მცველს დროულად არ წარუდგინა თავი“.
ნავალნი მეორედ ჩასვეს სამარტოო საკანში ს არქტიკულ რეგიონში მდებარე ციხეში, სადაც ის გასულ თვეში გადაიყვანეს.
პარალელურად, მსოფლიოს ათეულობით ქალაქში ნავალნის დაკავების მესამე წლისთავზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს, მას შემდეგ რაც მან გერმანიაში მკურნალობის კურსი გაიარა, 2020 წელს ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ. მოწამვლაში ნავალნი კრემლს ადანაშაულებს. კრემლი ბრალდებას უარყოფს. დაკავების შემდეგ, მას სხვადასხვა საქმეზე, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მის წინააღმდეგ საქმე ფართოდ განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
გასული წლის აგვისტოში სასამართლომ ნავალნის თავისუფლების აღკვეთა 19 წლამდე გაუხანგრძლივა და ის მკაცრი “სპეციალური რეჟიმის” დაწესებულებაში გაგზავნა. გასულ თვეში ნავალნი რუსეთის არქტიკულ რეგიონში, ასეთ დაწესებულებაში გადაიყვანეს.