არჩილ გამზარდია: …თქვენ კი მზად ხართ ხელისუფლება ასარგებლოთ, ოღონდ ერთმანეთთან კომპრომისები ვერ მოძებნოთ

“პარტიებს, რომელსაც პატივს ვცემ და წინასაარჩევნოდ ადრევე უნდა გადავავლო ცივი წყალი – “გირჩების” მისამართით ვამბობ.
აი, როგორ უნდა დავიჯერო პოლიტიკოსების პოლიტიკური უნარების, როდესაც ელემენტარული კონფლიქტების მართვის უნარი არ გაქვთ, საერთო იდეოლოგიის და სახელმწიფოს აღქმის ფასეულობების პირობებშიც კი.
ელემენტარულ კონფლიქტებს რომ ვერ აგვარებთ ერთმანეთში, თქვენ გლობალურ კონფლიქტებს მართავთ? პერსონალური დამოკიდებულებები რომ იდეაზე მაღლა გაქვთ, პოლიტიკურ პრაგმატიზმზეც კი, რომელ პოლიტიკურ უნარებზე უნდა ილაპარაკოთ?
“გირჩების” გაერთიანება კვლავ ერთ პოლიტიკურ სუბიექტად 5%-იანი ბარიერის გადალახვის მაღალ ალბათობას ქმნის, თქვენ კი მზად ხართ ხელისუფლება ასარგებლოთ, ოღონდ ერთმანეთთან კომპრომისები ვერ მოძებნოთ. და თუ კომპრომისების მიღწევა არ შეგიძლიათ, რომელ პოლიტიკოსობაზეა საუბარი?
ამდენი გონიერი, საინტერესო და შემოქმედებითი ადამიანია ორივე გირჩში და თქვენი ლიდერები ვერ აიძულეთ რომ პოლიტიკური, გონივრული , პრაგმატული ნაბიჯები გადადგან და ორგანული ერთი მთლიანი შექმნან აცაბაცა პარტნიორების ძებნით ეკლექტური მიდრეკილებებისგან განსხვავებით,” –  წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ