Bloomberg-ი: შეეცდება მიაღწიოს ცვლილებებს სამშვიდობო გეგმაში

მოსკოვი გეგმავს მიაღწიოს ცვლილებებს 20 პუნქტისგან შემდგარ სამშვიდობო გეგმაში, რომელიც შემუშავდა -ის მოლაპარაკებების შედეგად – იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყაროს სიტყვებით, მოსკოვი ამ გეგმას განიხილავს საწყის წერტილად შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, რადგან მასში შეტანილი არაა სთვის მნიშვნელოვანი პირობები.
წყაროს მტკიცებით, რუსეთს სურს მიიღოს გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ნეიტრალურ სტატუსს შეინარჩუნებს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. გარდა ამისა, დოკუმენტში გათვალისწინებული არაა რუსეთის სურვილები უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვის თაობაზე ომის დასრულების შემდეგ, ასევე არაა მკაფიო დაპირებები უკრაინაში რუსული ენის სტატუსის შესახებ. რუსეთს სურს “მკაფიოობა” სანქციების მოხსნის და დასავლეთში გაყინული მისი აქტივების საკითხების გარშემოც.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია მოლაპარაკებების შედეგებზე და მოსკოვი მალე გააგრძელებს ვაშინგტონთან კონტაქტს, თავისი პოზიციების შესახებ. პესკოვმა დასძინა, რომ ამჟამად არ იგეგმება პუტინის მოლაპარაკება -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
ოთხშაბათს, უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, მ ილაპარაკა სამშვიდობო გეგმის ბოლო ვერსიის პარამეტრებზე. კერძოდ, დოკუმენტი ამტკიცებს უკრაინის სუვერენიტეტს, და შეხების ხაზზე სამეთვალყურეო მექანიზმის შექმნით ითვალისწინებს თავდაუსხმელობის შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის. უკრაინას სთავაზობენ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ანალოგიურ უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის აშშ, ნატო და ევროკავშირი. მშვიდობიან დროში შეიარაღებული ძალების რაოდენობა 800 ათასი ადამიანით განისაზღვრება და უკრაინა ინარჩუნებს ატომური იარაღის არმქონე ქვეყნის სტატუსს.
გადაუჭრელი რჩება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის საკითხი. ასევე მიუღწეველია შეთანხმება ტერიტორიის საკითზე.

ასევე დაგაინტერესებთ