აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება, რაზეც პარტნიორებთან ისაუბრებს

ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
“ვაფიქსირებთ რუსეთის კავშირების გაზრდას ჩინეთში იმ სუბიექტებთან, რომელთაც კოსმოსური დაზვერვის მონაცემების მიწოდება შეუძლიათ. სამწუხაროდ, იყო კორელაციები ჩინური სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიის გადაღებასა და ენერგეტიკის შესაბამისი ობიექტების რუსულ დაბომბვებს შორის. ასეთ შემთხვევებს საქმიანობად განვიხილავთ, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ომი გააჭიანუროს და დიპლომატიისადმი მიდგომები ნაკლებად სერიოზული გახადოს. ჩვენს პარტნიორებთან ამაზეც ვისაუბრებთ,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა