– ქსელური მაღაზიები თავისუფალ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი – როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით

ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი – როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.
„ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.
ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.
ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე, იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.