ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა მ პირველად საჯაროდ წარმოადგინა სამშვიდობო გეგმის 20-პუნქტიანი პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ს, შეერთებულ შტატებს, ევროპასა და რუსეთს შორის ძირითადი სამუშაო დოკუმენტია.
რას ითვალისწინებს 20-პუნქტიანი დოკუმენტი:
პუნქტი 1: უკრაინის სუვერენიტეტის ხელახლა დადასტურება. პუნქტი 2: ეს დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთსა და ს შორის თავდაუსხმელობის შესახებ სრულ და უპირობო შეთანხმებას. გრძელვადიანი მშვიდობის მხარდასაჭერად შეიქმნება შეხების ხაზის კონტროლის მექანიზმი კოსმოსური უპილოტო მონიტორინგის მეშვეობით, ასევე, დარღვევების შესახებ ადრეული შეტყობინების მექანიზმი. პუნქტი 3: უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. პუნქტი 4: მშვიდობიან დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა ნავარაუდევია 800 ათასის დონეზე. პუნქტი 5: , ნატო და ხელმომწერი ევროპული სახელმწიფოები უკრაინას მიანიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ნატო-ს მე-5 მუხლის ანალოგიური იქნება. თუ შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო პასუხთან ერთად, აღდგება ყველა გლობალური სანქცია ს წინააღმდეგ. თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტიები ძალაში შევა. მიიღებს კომპენსაციას უსაფრთხოების გარანტიებისთვის. (ზელენსკის თქმით, ეს პუნქტი უკრაინისთვის გაუგებარი და ამოღებულია). ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები ამ შეთანხმებით გამორიცხული არ არის. პუნქტი 6: რუსეთი კანონმდებლობით გაამყარებს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას, სახელმწიფო დუმაში ხმების უმრავლესობით რატიფიცირების ჩათვლით (აშშ-ის წინადადება). პუნქტი 7: უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი გარკვეულ, კონკრეტულად განსაზღვრულ დროს, ასევე უკრაინა მიიღებს ევროპულ ბაზარზე მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას. (ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ზუსტი თარიღები ამჟამად აშშ-ისა და უკრაინის ორმხრივი განხილვის საგანია, ჯერჯერობით ევროპული დადასტურების გარეშე). პუნქტი 8: დამტკიცდება გლობალური განვითარების მყარი პაკეტი უკრაინისთვის (განისაზღვრება ცალკე შეთანხმებაში ინვესტიციებისა და მომავალი კეთილდღეობის შესახებ). კერძოდ, ის გაითვალისწინებს: უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას სწრაფად მზარდ დარგებში (ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავების ცენტრები, ) ინვესტირებისთვის. აშშ და ამერიკული კომპანიები ითანამშრომლებენ უკრაინასთან და ერთობლივ ინვესტირებას განახორციელებენ უკრაინის აღდგენაში, გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის განვითარებასა და ექსპლუატაციაში. გაწეული იქნება ერთობლივი ძალისხმევა ომით დაზარალებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისთვის, ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით. ინფრასტრუქტურის განვითარებას. სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას. მსოფლიო ბანკი მოამზადებს დაფინანსების სპეციალურ პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად დაფინანსების უზრუნველსაყოფად. შეიქმნება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, მსოფლიო წამყვანი ფინანსური ლიდერის „კეთილდღეობის ადმინისტრატორად“ დანიშვნის ჩათვლით, აღდგენის სტრატეგიული გეგმის შესრულების ორგანიზებისა და მომავალი კეთილდღეობის მაქსიმალური შესაძლებლობებისთვის. პუნქტი 9: შეიქმნება რამდენიმე ფონდი უკრაინის ეკონომიკის აღდგენის, დაზიანებული რაიონებისა და რეგიონების რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად. მიზანია 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა სააქციო კაპიტალის, გრანტების, სასეხო ვალდებულებებისა და კერძო სექტორის შენატანების ხარჯზე, რათა დაეხმარონ უკრაინას თავისი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. აშშ და ევროპული ქვეყნები შექმნიან კაპიტალისა და გრანტების ფონდს 200 მილიარდი დოლარის მიზნობრივი მოცულობით უკრაინაში გამჭვირვალე და ეფექტიანი ინვესტირებისთვის. უკრაინის ომისშემდგომი აღმშენებლობისთვის გამოყენებული იქნება კაპიტალდაბანდებებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი. აღმშენებლობის გლობალური ინსტიტუტები გამოიყენებენ მექანიზმებს ამ ძალისხმევის გასაძლიერებლად და ხელშესაწყობად. უკრაინა ნერგავს საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. უკრაინა იტოვებს მიყენებული ზარალის კომპენსაციის უფლებას. პუნქტი 10: ამ შეთანხმების დადების შემდეგ, უკრაინა დააჩქარებს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესს. ამასთან, აშშ-ს სურს პარიტეტი თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის. პუნქტი 11: უკრაინა ადასტურებს, რომ დარჩება უბირთვო სახელმწიფოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად. პუნქტი 12: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია მოხდება ერთობლივად სამი ქვეყნის – უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის მიერ. „აშშ გვთავაზობს კონტროლის თანაბრად გადანაწილებას, ამასთან ამერიკელები იქნებიან ამ ერთობლივი საწარმოს მთავარი მენეჯერი. უკრაინის წინადადება სხვანაირია: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური იქნება ერთობლივი საწარმო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ აშშ და უკრაინა: 50-50-ზე. მაგრამ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ს იღებს უკრაინა, ხოლო კიდევ 50%-ს – აშშ, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განაწილებას“, — განაცხადა ზელენკიმ. პუნქტი 13: ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, სკოლებსა და მთელ საზოგადოებაში დანერგოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის გაგებასა და ტოლერანტობას, აღმოფხვრის რასიზმსა და ცრურწმენებს. უკრაინა დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის კუთხით. პუნქტი 14: ტერიტორიული განაწილება. რუსეთის ფედერაციას გაჰყავს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან, რათა ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს. ვარიანტი A: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჯარების განლაგების ხაზი ამ შეთანხმების თარიღისთვის წარმოადგენს დე-ფაქტო აღიარებულ შეხების ხაზს. იკრიბება სამუშაო ჯგუფი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ძალების გადაადგილების განსაზღვრისთვის, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრების დასადგენად. ვარიანტი B: განიხილება პოტენციური თავისუფალი ეკონომიკური ზონა დონბასის ტერიტორიაზე – მისი დამტკიცებისთვის უკრაინა მზადაა, ჩაატაროს რეფერენდუმი მის კონტროლირებად ტერიტორიებზე. მაგრამ კენჭისყრაზე დადგება მთლიანი ხელშეკრულების მხარდაჭერა და არა მხოლოდ პუნქტი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაიდება ცალკე შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს. პუნქტი 15: მომავალი ტერიტორიული შეთანხმებების შეჯერების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. პუნქტი 16: რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში. დაიდება ცალკე საზღვაო შეთანხმება და შეთანხმება დაშვების შესახებ, რომელიც მოიცავს ნაოსნობისა და გადაზიდვების თავისუფლებას. კინბურნის ცელა დემილიტარიზებული იქნება. პუნქტი 17: ღია საკითხების გადასაჭრელად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი. ყველა სამხედრო ტყვე, მათ შორის რუსული სისტემის მიერ 2014 წლიდან მსჯავრდებულები, გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“; ყველა სამოქალაქო პირი — დაკავებულები და მძევლები, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების ჩათვლით — დაბრუნდება; მიღებული იქნება ზომები ომის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის გადასაჭრელად. პუნქტი 18: უკრაინამ უნდა ჩაატაროს რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. თავდაპირველად – საპრეზიდენტო: რადამ უნდა შეიმუშაოს და კენჭი უყაროს მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება მათი ჩატარება საომარი მდგომარეობის შეზღუდვების მოხსნამდე. შემდეგ – საპარლამენტო და ადგილობრივი. პუნქტი 19: ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და გარანტორი იქნება მშვიდობის საბჭო, პრეზიდენტ ტრამპის თავმჯდომარეობით. უკრაინა, ევროპა, ნატო, რუსეთი, შეერთებული შტატები იქნებიან ამ მექანიზმის ნაწილი. დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება სანქციები. პუნქტი 20: მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ შევა ძალაში ცეცხლის სრული შეწყვეტა.
· თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო პასუხთან ერთად, აღდგება ყველა გლობალური სანქცია რუსეთის წინააღმდეგ.
· თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტიები ძალაში შევა.
· აშშ მიიღებს კომპენსაციას უსაფრთხოების გარანტიებისთვის. (ზელენსკის თქმით, ეს პუნქტი უკრაინისთვის გაუგებარი და ამოღებულია).
· ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები ამ შეთანხმებით გამორიცხული არ არის.
· უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას სწრაფად მზარდ დარგებში (ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავების ცენტრები, ) ინვესტირებისთვის.
· აშშ და ამერიკული კომპანიები ითანამშრომლებენ უკრაინასთან და ერთობლივ ინვესტირებას განახორციელებენ უკრაინის აღდგენაში, გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის განვითარებასა და ექსპლუატაციაში.
· გაწეული იქნება ერთობლივი ძალისხმევა ომით დაზარალებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისთვის, ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით.
· ინფრასტრუქტურის განვითარებას.
· სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას.
· მსოფლიო ბანკი მოამზადებს დაფინანსების სპეციალურ პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
· შეიქმნება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, მსოფლიო წამყვანი ფინანსური ლიდერის „კეთილდღეობის ადმინისტრატორად“ დანიშვნის ჩათვლით, აღდგენის სტრატეგიული გეგმის შესრულების ორგანიზებისა და მომავალი კეთილდღეობის მაქსიმალური შესაძლებლობებისთვის.
· აშშ და ევროპული ქვეყნები შექმნიან კაპიტალისა და გრანტების ფონდს 200 მილიარდი დოლარის მიზნობრივი მოცულობით უკრაინაში გამჭვირვალე და ეფექტიანი ინვესტირებისთვის.
· უკრაინის ომისშემდგომი აღმშენებლობისთვის გამოყენებული იქნება კაპიტალდაბანდებებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი. აღმშენებლობის გლობალური ინსტიტუტები გამოიყენებენ მექანიზმებს ამ ძალისხმევის გასაძლიერებლად და ხელშესაწყობად.
· უკრაინა ნერგავს საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
· უკრაინა იტოვებს მიყენებული ზარალის კომპენსაციის უფლებას.
· ვარიანტი A: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჯარების განლაგების ხაზი ამ შეთანხმების თარიღისთვის წარმოადგენს დე-ფაქტო აღიარებულ შეხების ხაზს. იკრიბება სამუშაო ჯგუფი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ძალების გადაადგილების განსაზღვრისთვის, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრების დასადგენად.
· ვარიანტი B: განიხილება პოტენციური თავისუფალი ეკონომიკური ზონა დონბასის ტერიტორიაზე – მისი დამტკიცებისთვის უკრაინა მზადაა, ჩაატაროს რეფერენდუმი მის კონტროლირებად ტერიტორიებზე. მაგრამ კენჭისყრაზე დადგება მთლიანი ხელშეკრულების მხარდაჭერა და არა მხოლოდ პუნქტი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაიდება ცალკე შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს.
· ყველა სამხედრო ტყვე, მათ შორის რუსული სისტემის მიერ 2014 წლიდან მსჯავრდებულები, გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“;
· ყველა სამოქალაქო პირი — დაკავებულები და მძევლები, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების ჩათვლით — დაბრუნდება;
· მიღებული იქნება ზომები ომის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის გადასაჭრელად.
„ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჩარჩო ჰქვია — ომის დასრულების ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტი ჩვენს, ამერიკას, ევროპასა და რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენ ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს ამერიკულ მხარესთან დონეცკის ოლქის ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებზე. მაგრამ პოზიციების უმრავლესობა მნიშვნელოვნად დავაახლოვეთ. პრინციპში, ამ ხელშეკრულებაში სხვა ყველა დანარჩენზე კონსენსუსი მათთან ნაპოვნი გვაქვს“, — განაცხადა მ.
მისი თქმით, დღეს, 24 დეკემბერს, ცნობილი გახდება რუსეთის რეაქცია დოკუმენტის ამ პროექტზე მას შემდეგ, რაც მათ ამერიკული მხარე გაესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გასაჯაროვდა პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში. გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ შეიმუშავეს საპასუხო წინადადებები აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პროექტზე. მოსკოვი აცხადებდა, რომ აშშ-ის თავდაპირველი გეგმის პროექტი მის პოზიციებთან ახლოს იყო და მასში უკრაინისა და ევროპელების შეტანილი ცვლილებები — მიუღებელი.