ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამოსავალს ხედავს პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაში

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი 22 იანვარს გამოვიდა პოზიციით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს არსებობა და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსება. მან ისრაელს უთხრა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია “მხოლოდ სამხედრო გზით”. ბორელი ამ განცხადებებით ისრაელის და პალესტინელების წამყვან დიპლომატებთან შეხვედრამდე გამოვიდა ბრიუსელში.
ბორელმა გაიმეორა მანამდე გაეროს მიერ გამოთქმული კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს “მიუღებელი” პოზიციის მიმართ, რომლითაც ნეთანიაჰუ უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების იდეას.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“