ვლადიმერ პუტინი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან, ასად ალ-შიბანისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ვიცი, რომ გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი გქონდათ, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრაქტიკული საკითხები განიხილეთ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მხარს უჭერს.
„რუსეთი სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ თავის ერთგულებას კვლავ ადასტურებს. წინა ათწლეულებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ურთიერთსასარგებლო მიზნებისთვის განვითარდება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა