ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქნესეთში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების წინადადებამ მხოლოდ 18 ხმა დააგროვა.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება “ისრაელის ლეიბორისტულმა პარტიამ” წამოაყენა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მთავრობამ ღაზაში დაკავებული მძევლების სრულად დაბრუნება ვერ შეძლო.
ცნობისთვის, ქნესეთში 120 პარლამენტარია და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებისთვის ხმათა უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“