2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაიკავებს.
41 წლის გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში 15 წლის ასაკში ქუთაისის ‘აიაში’ დაიწყო. 2007 წლიდან ის საფრანგეთში გადავიდა სხვადასხვა დროს ‘დომონის’, ‘მასის’, ‘მონტობანის’, ‘აჟენისა’ და ‘ტარბის’ ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან მან ბრიტანეთს მიაშურა და სამი წლის განმავლობაში ინგლისურ ‘ ბრისტოლში’, ხოლო 2018-2019 წლებში უელსურ ‘ოსფრიზში’ თამაშობდა.
მეორე-მესამე ხაზში მოთამაშე ნემსაძის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ შედგა. 14 წლის განმავლობაში ის ბორჯღალოსნების შეუცვლელი მოთამაშე იყო და ჯამში 95 კეპი მოიხვეჭა, რომლებშიც 14 ლელო გაიტანა. ის 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა. გუნდთან ერთად 10-ჯერ გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის მშობლიურ კლუბს, ‘აიას’ დაუბრუნდა და კაცთა გუნდის ასისტენტ-მწვრთნელობასთან ერთად, ჭაბუკთა ბ ლიგასაც ავარჯიშებდა. ამის შემდეგ გახდა ქუთაისის სარაგბო სკოლის ხელმძღვანელი და ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მთავარი მწვრთნელი, ბოლო ორი წელი კი ‘აიას’ კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.
2025 წლის ზაფხულიდან, გიორგი ნემსაძე პარალელურად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა. 1 იანვრიდან ის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.
„საქართველოს ნაკრებში მუშაობა საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა.საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველა ასაკობრივ გუნდთან ვიმუშავე, რადგან მსურდა ჩემი თვალით მეხილა სპეციფიკა. ზოგადად, ბავშვთა რაგბში მუშაობა საინტერესო პროცესია. მწვრთნელის ფუნქციაა დაეხმაროს მოთამაშეებს, რათა ისინი უკეთესები გახდნენ და ბავშვთა რაგბში ეს ფუნქცია ორმაგდება“.
„ოფიციალური დებიუტი გაზაფხულზე, ექვსი ერის ფესტივალზე მექნება. რაც შეეხება თაობას, ის ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ კიდევ უფრო უკეთესი. ჩემი მთავარი მიზანია მათ განვითარებას სწორი მიმართულება მივცე და მეტი ხარისხიანი მოთამაშეები აღვუზარდო როგორც 20-წლამდელთა, ასევე ეროვნულ ნაკრებს. მთავარი აქცენტი უკეთესი თამაშის ხარისხზე გაკეთდება“ – ამბობს გიორგი ნემსაძე.
წყარო: Rugby.ge
20 წ. | დიდი სხვაობით “კუდუსთან”
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! – “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა… [VIDEO]
“უმცროსი ბორჯღალოსნები” U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 11-დღიანი შეკრება დაიწყო
“უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]




