წლის საუკეთესო მებრძოლი – პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ვებსაიტმა MMAJunkie-მ და ტელეკომპანია ESPN-მა, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ორგანიზაცია UFC-ს ოფიციალური პარტნიორი იყო, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მერაბ დვალიშვილი დაასახელა.
“დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა წააგო, მაგრამ ის, რასაც მან ბოლო 12 თვეში მიაღწია, თუ როგორ მოგვხიბლა, ამ წონით კატეგორიაში საბოლოოდ ადგილი დაიმკვიდრა. ის წლის საუკეთესო მებრძოლისთვის ბრძოლაში სხვა პრეტედენტებისგან გამოირჩევა”, – წერს MMAJunkie.
ინფორმაციისთვის, ხმის მიცემა MMAJunkie-ს ჟურნალისტებს შეეძლოთ და დვალიშვილთან ერთად კანდიდატები ისლამ მახაჩევი და პიოტრ იანიც იყვნენ.
“შესაძლოა, მერაბმა თავის თავზე ბევრი აიღო, მაგრამ ქართველ მებრძოლს იანთან წაგების მიუხედავად, მაინც კარგი წელი ჰქონდა. მან 2025 წელს ნურმაგომედოვთან გამარჯვების შემდეგ შონ ო’მალი და კორი სენდჰეგენიც დაამარცხა.
ბოლოს ის პიოტრ იანთან დამარცხდა, მაგრამ ეს შესაძლოა, გადაღლას დავაბრალოთ, ან რუსის შეცვლილ ტაქტიკას. თუმცა, აღნიშვნის ღირსია მერაბის გამბედაობა, რადგან მან 2025 წელს ოთხი ბრძოლა გამართა და ეს მას სხვებისგან გამოარჩევს”, – ეს კი უკვე ESPN-ის სიტყვებია.
[VIDEO] “მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს” – უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
“ბრმა დარტყმა გავუშვი… იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ…” – გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
“მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო” – ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
“დროა, ცოლი და შვილები გყავდეს” – იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
[VIDEO] “მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს” – უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
“ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს” – იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
[VIDEO] “ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ… საქართველოს გაუმარჯოს!” – დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
“დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია” – რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა