The Guardian – ს ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია, – ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უკან გაიწვია და მათ ჩანაცვლებას ადმინისტრაციის მიმართ ერთგული თანამდებობის პირებით გეგმავს.
„ეს ნებისმიერ ადმინისტრაციაში სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს. ელჩი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია და პრეზიდენტის უფლებაა, რომ ქვეყნებში ის პირები ჰყავდეს, რომლებიც „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგს ხელს შეუწყობენ“, – განუცხადა გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ -ში გაწვეულ ელჩებს არ გაათავისუფლებენ და მათ სხვა თანამდებობებზე დანიშნავენ.
როგორც The Guardian-ი წერს, აშშ-მა ყველაზე მეტი ელჩი აფრიკის კონტინენტიდან გაიწვია, კერძოდ, ნიგერიდან, უგანდიდან, სენეგალიდან, სომალიდან, კოტ-დ'ივუარიდან, მავრიკიიდან, ნიგერიიდან, გაბონიდან, კონგოდან, ბურუნდიდან, კამერუნიდან და რუანდიდან. ასევე, აშშ-მა ელჩები ეგვიპტიდან და ალჟირიდანაც გაიწვია.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ს ადმინისტრაცია ელჩებს ევროპიდანაც იწვევს, კერძოდ, დან, მონტენეგროდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ