გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რომელ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
ლილუაშვილის თქმით, ის ჩვენებას პირველად აძლევს.
“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ელოდება თუ არა ის რომ უწყებიდან გამოსვლის შემდგომ, ბრალდებულის სტატუსი ჰქონდეს, ლილუაშვილმა უპასუხა: „ყველაფერი ღვთის ნებაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ