უკრაინის თავდაცვა, ახლო აღმოსავლეთთან ერთად, მთავარი საკითხია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

რუსეთის ძალებისგან უკრაინის თავდაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირისთვის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას – ამბობს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე წელს ატარებენ თავიანთ პირველ შეხვედრას, რომლის მთავარი თემებიც და ახლო აღმოსავლეთია.
“უკრაინა პროგრამის პირველი საკითხია”, – უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს 22 იანვრის შეხვედრის დაწყებამდე. “ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთისთვის გამოსავალს ვეძებთ, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – აღნიშნა მან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე გამოვიდნენ პოზიციით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაა და შეშფოთება გამოხატეს ს პრემიერ-მინისტრის, ს მხრიდან ამ იდეის მკაფიოდ უარყოფის გამო.
ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე ცალ-ცალკე წარდგებიან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი.