რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროსა და მედპერსონალს შორის შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა, სადაც სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კლინიკის მედპერსონალის მხრიდან,
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.