დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

იტალიის სუპერთასის ფინალში „ბოლონიას“ 2:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.
„თქვენ კონტესთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები გქონდათ? „ბოლონიასთან“ სერია А-ში 0:2 წავაგეთ, დღეს კი ანგარიში გავათანაბრეთ, ოღონდ როგორც ჩემი მეგობარი, „ბოლონიას“ პრეზიდენტი ჯოუი საპუტო ამბობს, ეს სხვა ტურნირია. ვწუხვარ მის გამო, მაგრამ ახლა ანგარიში 1:1-ია. ასე რომ, მათ ნეაპოლში ველით და საუკეთესო მესამე მატჩში გამოვლინდება.
გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ გასულ სეზონში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე ვმონაწილეობდით, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა და მრავალჯერ გავიარეთ ბეწვის ხიდზე. ამ სეზონშიც იგივე მოხდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ.
მოდით, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, წარუმატებლობისგან დაზღვეული არასოდეს ხარ. 28 დეკემბერს „კრემონეზესთან“ თამაში გვაქვს. გახარებული ვართ, რადგან მარადონას დროიდან მოყოლებული ერთ წელიწადში ორი ტიტული არ მოგვიგია, – ციტირებს დე ლაურენტისს Sport Mediaset-ი.
[VIDEO] ნერესმა “ნაპოლის” იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ – აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
“ჩვენი სტადიონი “დიეგო მარადონა” ნაგავსაყრელია!” – “ნაპოლის” პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ნერესმა “ნაპოლის” იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ – ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია – აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
ნამდვილად დე ლაურენტისია? – “ნაპოლის” პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის – დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს