ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია

მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია. ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია.
ცნობისთვის, დღეს, ღაზაში დაკავებული მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ და მოითხოვეს, რომ მთავრობამ მძევლების გასათავისუფლებლად მეტი გააკეთოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია – ეს არის სახე იმ შულერობის, არაკომპეტენტურობის და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს