საფრანგეთის თასის 1/16-ფინალების კენჭისყრა გაიმართა და იმ გუნდების მეტოქეები გაირკვა, რომელთა ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ.
„მეცი“ (გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი) 11 იანვარს ლიგა 2-ის “მონპელიეს”, პსჟ (ხვიჩა კვარაცხელია) კი 13 იანვარს „პარიზს“ უმასპინძლებს.
16 ტურის შემდეგ 37 ქულით ჩემპიონატის ლიდერი „ლანსია“, მას 1 ქულით პსჟ ჩამორჩება, ხოლო „მეცი“ 11 ქულით აუტსაიდერია და უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის.
„ეკიპის“ ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოთამაშეები ცხრადღიან შვებულებაში გაუშვა და ისინი 30 დეკემბერს უნდა დაბრუნდნენ, რათა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგნენ.
და დაიწყება ოთხ ტურნირზე პარიზელთა მარათონი – მომავალ თვეში 7 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
4 იანვარი. ლიგა 1. პსჟ – პარიზი
8 იანვარი. საფრანგეთის სუპერთასი (ქუვეითი). პსჟ – მარსელი.
13 იანვარი. საფრანგეთის თასი. პსჟ – პარიზი.
17 იანვარი. ლიგა 1. პსჟ – ლილი
21 იანვარი. ჩემპიონთა ლიგა. სპორტინგი – პსჟ
23 იანვარი. ლიგა 1. ოსერი – პსჟ
29 იანვარი. ჩემპიონთა ლიგა. პსჟ – ნიუკასლი.
ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და “კადისმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
“მეცი” – პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
კერპია – პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] წიტაიშვილმა “პარი სენ ჟერმენს” ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
სათადარიგო “კვარა”, ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
ხვიჩა “ფონტენესთან” არ ითამაშებს




