ჯაფარიძე: პროცესის ჩანიშვნას დღეს ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგს ვუკავშირებ

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

იგი საბოტაჟის საქმეზე პროცესის ჩანიშვნას, მის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს უკავშირებს, რომელზეც წარადგინეს დოკუმენტაცია აქციების ქიმიური ნივთირების დახმარებით დაშლასთან დაკავშირებით.

“ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს 3 საათზე ბრიფინგი ჩავატარეთ და გვქონდა დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც გავაგზავნეთ 9 საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე.

ალბათ ამასთან არის კავშირში, რადგანაც სხვა შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნა თუ უნდოდათ, პარასკევს გამომიშვეს და შეეძლოთ პარასკევს შუადღისით ყოფილიყო სასამართლო პროცესი. ეგ არ გაუკეთებიათ. ისე როგორც დღეს დილიდანაც არაფერი იყო.

დღეს ჩავატარე ბრიფინგი და 5-6 საათი იყო, რეკვა რომ დაიწყეს და თურმე, აქედან რეკავდნენ – პროცესის ჩანიშვნა უნდოდათ. ვნახოთ რა იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ მერე გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ჯაფარიძე.
***