მ ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ის ფარგლებში, 2.3 მილიარდი ევრო მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მთავრობამ სესხის სახით 2.1 მილიარდი ევრო და გრანტის სახით 200 მილიონი ევრო მიიღო. ეს თანხები სახელმწიფოს პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
უწყების განმარტებით, ევროკავშირისგან შემდეგი რეგულარული ტრანშის მისაღებად, მ შეასრულა მეექვსე ტრანშის გამოყოფისთვის საჭირო რეფორმების 8 ნაბიჯი, ასევე მეოთხე ტრანშისთვის გათვალისწინებული ერთი ნაბიჯი.
უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა – Ukraine Facility – 2024 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შევიდა 26.7 მილიარდ ევროზე მეტი, საიდანაც 10.6 მილიარდ ევროზე მეტი 2025 წელს გამოიყოფა. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი მთლიანი დაფინანსება დაახლოებით 50 მილიარდ ევროს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ