,, ასე რომ, არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობს… საბუთების გადამალვის ეს აქცია ვერაფერში უშველით” – რომან გოცირიძე –

მ განაცხადა, რომ “პროგრესბანკთან” დაკავშირებული გამოძიება მათი ინიციატივით მიმდინარეობს. ეს იყო შაბათს ტვ პირველზე გასულ ნოდარ მელაძის გადაცემის საგამოძიებო სიუჟეტზე პასუხი.
თუ ეს ვერსია სწორია და ალბათ ასეც არის, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ივანიშვილს და კალაძეს, როგორც ამ ბანკის აქციონერებს, უნდათ რომ გადამალონ ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. სინამდვილეში გამოძიება კი არ მიმდინარეობს, არამედ სამხილების ხელმიუწვდომლად დაბინავებას ცდილობენ. საბუთების ერთი ნაწილი, მათი აზრით, საიმედო ხელშია, რადგან ეროვნულ ბანკში ინახება, აი მეორე ნაწილიდან კი შეიძლება მონაცემებს გაეჟონა.
რომ გავიხსენოთ: რუსმა ავანტურისტმა, ვინმე გავრილოვმა, რომელსაც კალაძე მეგობრად მოიხსენიებს, პანამური კომპანიის მეშვეობით კლაძესთან ერთად ( შემდეგ ივანიშვილი ჩაენაცვლა) დააფუძნა “პროგრესბანკი”. მისი ერთადერთი მიზანი ფულის გათეთრება იყო. გავრილოვმა ჯერ კიდევ 90-ინ წლებში თურქმენეთის ეროვნული ბანკიდან მოიპარა 20 მილიონი დოლარი. ეს ცნობილი ისტორიაა. მას მოსკოვში და ყარაჩაევო-ჩერქეზეთში ჰქონდა ორი ბანკი. ამ ბანკებისა და “პროგრესბანკის” მეშვეობით ათეთრებდა ფულს. რუსეთში ორივე ბანკი დაიხურა ფულის გათეთრებისა და მეანაბრეებისათვის ათეულობით მილიონი დოლარის მოპარვის გამო. გავრილოვი დააპატიმრეს და ახლა ქალაქ როსტოვის ციხეში იხდის შვიდწლიან სასჯელს. ამ ამბების გამო ივანიშვილ-კალაძემ გადაწყვიტა “პროგრესბანკის” ლიკვიდაცია. აქტივების ერთი ნაწილი ძალით მიჰყიდეს “თი ბი სი “ ბანკს, დანარჩენი კი ლიკვიდაციაში გაუშვეს. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის რჩევით, როგორც ნაკლებადსკანდალური სქემა, ბანკის სრული ლიკვიდაცია კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ მოეხდინათ მისი ტრანსფორმაცია არასაბანკო კომპანიად. ქაღალდზე მართლაც შეიქმნა ასეთი შპს, მის დირექტორად დანიშნეს ბანკის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი. ეს მკვდარი შპს, როგორც ჩანს ამ თანამშრომლის სახლის მისამართზე იქნა დარეგისტრირებული და იქ ინახებოდა სალიკვიდაციო საბუთები. მოულოდნელად, ამ კაცს მიადგნენ სახლში და გამოძიების დაწყების საბაბით გამოართვის დოკუმენტები. თავად ეს პირი ამბობს ნოდარ მელაძის გადაცემაში, რომ ეჭვი ჰქონდათ, ხომ არ მოხდა რაიმე ინფორმაციის გაჟონვა.
ასე, რომ არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობს.
საბუთების გადამალვის ეს აქცია ვერაფერში უშველით ამ ბანკის ყოფილ მეპატრობეებს. მისი ასლები ეროვნულ ბანკში ინახება და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება.
როგორც ამბობენ, “ხელნაწერები არ იწვიან”. არ იწვიან, ისინი რომც დაწვან. ეს უკანასკნელი ჩემი დამატებაა:))