ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა –

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.
“ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმში სამხატვრო გალერეაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილს და დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისგან სრულიად დაუცველი ადამიანები“ – კონსტანტინე გამსახურდია ოპოზიციონერი აქტივისტის, ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით