ნიუ-იორკის მოქმედი მერი თბილისში იმყოფებოდა

თბილისში იმყოფებოდა ნიუ-იორკის მოქმედი მერი ერიკ ადამსი, ბიზნესმენ გიორგი რამიშვლითან ერთად, მან თბილისის სასტუმრო “ტელეგრაფშ”- ში სპეციალური სივრცე New York City Suite გახსნა რომელიც, როგორც აღინიშნა, “ნიუ-იორკის ენერგიას, უნიკალურ დინამიკას და გლობალურ სულს ასახავს.”
Euronews Georgia-ს ცნობით, ადამსი საქართველოში საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ისა და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ჩავიდა.
“თბილისში რომ ხვდები, აცნობიერებ, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი გზა, ქალაქი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის. განსაკუთრებით შესანიშნავია მისი მდიდარიკულტურა, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალაქის მთავარი ძალა მისი ხალხია, მისი კეთილი, თავაზიანი, სტუმართმოყვარე ხალხი. ადამიანები, რომლებიც გაჩვენებენ, თუ რატომ არის ეს მომავლის ქალაქი”, – ციტირებს მედია ნიუ-იორკის მერის სიტყვებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერიკ ადამსმა, ბიზნესმენ საბა მიქავასთან ერთად, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის მეგობარია, მოინახულა სპორტული ავტომობილების Forza Tbilisi-ს ცენტრი.
უცნობია, შეხვდა თუ არა ადამსი მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ან ს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც თბილისის მერიას.
ერიკ ადამსმა, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა – მერობის არჩევნებში 2021 წელს გაიმარჯვა, მან მერის წლევანდელ არჩევნებში მონაწილებაზე უარი თქვა. ნიუ-ორკის მერის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ზოჰრან მამდალიმ გაიმარჯვა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
გასულ კვირაში ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ერიკ ადამსი მექსიკაში გაემგზავრა – მეოთხე ქვეყანაში ბოლო სამ თვეში – ალბანეთის, ს და უზბეკეთის შემდეგ.
„ყველა ეს ვიზიტი, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც იყო დაფინანსებული ქალაქის გადასახადის გადამხდელების მიერ და მოიცავდა შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – დაწერა გამოცემა New York Daily News-მა.
მექსიკაში ვიზიტის მიზნების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად ადამსმა თქვა -“თქვენი საქმე არაა”.
თბილისში ნოი-იორკის მერის ერიკ ადამსის სტუმრობა შენიშნეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმაც. მათ მიანიშნეს, ვიდეოზე, რომელიც თბილისში ავტოსალონში იყო გადაღებული.
მერის პოსტზე ადამსის ყოფნას თან სდევდა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით – თავდაპირველად მის ახლო გარემოცვასთან, შემდეგ კი, უშუალოდ მასთან დაკავშირებით.
გამომძიებლების მტკიცებით, ის თურქეთის მოქალაქეებისგან საარჩევნო შემოწირულობებს ითხოვდა და შეძლებულ სპონსორებს შეღავათებს სთავაზობდა. ადამსმა ყველა ბრალდება უარყო, ს ადმინისტრაციამ საბოლოოდ მას ყველა ეს ბრალდება მოუხსნა.
BBC -ის თანახმად, ადამსის ურთიერთობა დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტთან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა.
ფორუმი