JAMnews: ს უნივერსიტეტებში აფხაზ სტუდენტებს სამხედრო სამსახურში რეგისტრირებას აიძულებენ

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი აფხაზი სტუდენტები იძულებულნი არიან, ს სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას გამოცემა JAMnews ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფორმალურად ეს დასაშვებია, რადგან მათ ორმაგი, რუსეთისა და ე.წ. ს მოქალაქეობა აქვთ, თუმცა, ოკუპირებული ს მარიონეტული მთავრობა ამ მოცემულობას არ ეთანხმება და სამართლებრივი მექანიზმების განვითარებას ცდილობს.

JAMnews-ის ცნობით, 2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის სამხედრო სამსახურში სტუდენტების იძულებითი რეგისტრაცია გახშირდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უნივერსიტეტებიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ზემოხსენებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა სპეციალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს. მარიონეტული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. მინისტრებმა განიხილეს შესაძლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, “აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების” ფარგლებში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ე.წ. აფხაზური მხარის არგუმენტი ის არის, რომ სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთის მობილიზაციის რეზერვის ნაწილი არიან და უნდა დარეგისტრირდნენ სამხედრო სამსახურში მხოლოდ ე.წ. აფხაზეთში.