პსჟ-ის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-14 ადგილზე მოხვდა.
გამოცემამ პირველ ადგილზე ჩვენებურის თანაგუნდელი უსმან დემბელე, მეორე პოზიციაზე ლამინ იამალი, მესამეზე კი ასევე პარიზული გუნდის წევრი ვიტინია გაიყვანა.
ზემოთ აღნიშნული სამი ფეხბურთელის გარდა, ხვიჩაზე წინ ბრიტანელებმა კილიან მბაპე, ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანი, აშრაფ ჰაკიმი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი, პედრი, ნუნუ მენდეში, კოულ პალმერი და ჯანლუიჯი დონარუმა დააყენეს.
“ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში 2025 წლის იანვარში გადავიდა და მოედანზე ისეთი თავგანწირვით თამაშობს, რასაც მის წინამორბედებში ვერ ვხედავდით. ის მოედანზე ძალიან შრომისმოყვარეა, რასაც პარიზულ გუნდის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის სეზონში ჩატარებული ბოლო მატჩებიც მოწმობს.
თუმცა, მას ასევე აქვს უნარი, ერთი მოქმედებით თამაში თავდაყირა დააყენოს. ისევე როგორც, ეს ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარს შეეძლოთ. MNM ხშირად ვერ ახერხებდა, რომ პსჟ-ისთვის წარმატება მოეტანა, მაგრამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საღამოებში მუდამ საუკეთესო თვისებებს ავლენდა”, – წერს გამოცემა.
ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და “კადისმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
გოგლიჩიძე არ ათამაშეს – “უდინეზემ” “ფიორენტინასთან” დიდი ანგარიშით წააგო
ბუდუ ვერ დაეხმარა – “ჰაიდენჰაიმი” “ბაიერნთან” განადგურდა
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? – რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
სათადარიგო “კვარა”, ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
ხვიჩა “ფონტენესთან” არ ითამაშებს




