68 წლის ასაკში ცნობილმა შვეიცარიელმა დამრიგებელმა ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებს და პროფესიონალურ გუნდს აღარასდროს ჩაიბარებს.
სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილება ასაკით და იმით ახსნა, რომ კარიერის დასრულების შესაფერისი დრო დადგა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამწვრთნელო შტაბი სწრაფად ახალგაზრდავდება.
ფავრმა აღიარა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მუდმივ სამუშაო რიტმში ცხოვრობდა და დროის სვლას თითქმის ვერ ამჩნევდა, თუმცა დაასკვნა, რომ საკმარისი რამ გააკეთა და ახლა მშვიდად შეეძლო ფეხბურთის გარეთ ცხოვრებისთვის შეეხედა.
კარიერის განმავლობაში ლუსიენ ფავრი ორჯერ გახდა შვეიცარიის ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასი, ხოლო “დორტმუნდთან” ერთად გერმანიის სუპერთასი მოიპოვა.
ის ასევე მუშაობდა “ნიცაში”, “გლადბახსა” და სხვა ევროპულ კლუბებში.
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება – დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
პოჩეტინო, შესაძლოა, სამუშაოდ საფრანგეთში დაბრუნდეს
ლუსიენ ფავრი: როგორ უნდა შეაჩერო მესი? – წესების დარღვევით
“დორტმუნდმა” ფავრი “შტუტგარტთან” 1:5 წაგების შემდეგ გადააყენა
ბალოტელის დუბლი “ნიცას” 3 ქულისთვის არ ეყო [VIDEO]
ლუსიენ ფავრი “დორტმუნდს” მომავალ კვირაში ჩაიბარებს
საბა კვირკველია უკვე ნიცაშია და მარიო ბალოტელის გასანეიტრალებლად ემზადება




