სენატორმა გრემმა დაასახელა ნაბიჯები, რაც მისი აზრით ტრამპმა უნდა გადადგას თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზე

-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, თუ ს მმართველი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფსონები მაქსიმალურად უნდა გაზარდოს და ს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს ს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქარხნებისთვის შესატევად.
„ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან კომუნიკაციას. ვცდილობთ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას, ის კი ჩვენს ყველა მცდელობას უარყოფს. თუ ის ამჯერადაც იტყვის „არას“, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს (მაღალი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ ), აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ 20,000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს გემებს, რომლებსაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადააქვთ, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში ხდება.“
„თუ პუტინი იტყვის „არას“, ჩვენ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ თამაშის წესები, მათ შორის უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემით, რათა მათ შეძლონ რუსეთში არსებული სარაკეტო და დრონების ქარხნების განადგურება. მე ყველაფერს ჩამოვდიოდი (go all in), თუ პუტინი უარს იტყვის.“
გრემმა ასევე დასძინა, რომ მას სურს იხილოს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თავიდან აიცილებს რუსეთის მესამე შეჭრას ში. მისი თქმით:
· მას სურს ევროპული ჯარების ხილვა უკრაინის მიწაზე, რათა მესამე ინტერვენცია გამოირიცხოს.
· მას სურს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
· მისივე აზრით, პუტინი გააგრძელებს დონეცკის ოლქის ტერიტორიების მიტაცების მცდელობას მანამ, სანამ მასზე ზეწოლას არ გაზრდის.