სეგუნდა დივიზიონის მეცხრამეტე ტურში „კადისმა“ სახლში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „კასტელონი“ 2:0 დაამარცხა და ლა ლიგაში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
მასპინძელთა გუნდის შემტევი იური ტაბატაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: flashscore 7.2, sofascore 7.1. ტაბატაძემ ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
„კადისმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 30 ქულით მეექვსე პოზიციაზეა (პლეი-ოფის ზონაა), მეორეადგილოსან „ლას-პალმასს“ 4 ქულით ჩამორჩება და შემდეგ მატჩს 5 იანვარს, ლა-კორუნიაში „დეპორტივოსთან“ ჩაატარებს.
კადისი – კასტელონი 2:0
გოლები: 1:0 კამარა (69), 2:0 კამარა (82)
გოგლიჩიძე არ ათამაშეს – “უდინეზემ” “ფიორენტინასთან” დიდი ანგარიშით წააგო
იური ტაბატაძე შეცვალეს – “კადისი” “სეუტასთან” ფრეს დასჯერდა
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს – “კადისი” სახლში დამარცხდა
იური ტაბატაძის “კადისი” წინ მიიწევს
ტაბატაძის ერთი ტაიმი – “კადისი” სახლში “ბურგოსთან” დამარცხდა
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისს” მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
ქოჩორაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს – “ლევანტემ” წააგო და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა
“ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება” – იური ტაბატაძე




