“ასტონ ვილა” 2:1 “მანჩესტერ იუნაიტედი”
“ასტონ ვილა” აგრძელებს ბრწყინვალე სერიას, რომელიც, ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 10 გამარჯვებას მოიცავს. ამ გადმოსახედიდან, უნაი ემერის გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა საკითხავია, რამდენად ეყოფათ ვილაპარკელებს რესურსი მძიმე პრემიერლიგური მარათონისთვის.
არადა, ყველას გვახსოვს – როგორ ცუდად დაიწყეს სეზონი ბირმინგემელებმა, რომელთაგან “მანჩესტერ იუნაიტედს” ორივე გოლი გაუტანა მორგან როჯერსმა, ვინც დაიონ დაბლინის (1998, 3) შემდეგ “ასტონ ვილას” პირველი ფეხბურთელია, მიჯრით ორ მატჩში რომ გაიტანა 2 (ან მეტი) გოლი.




