მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის “რეალთან” ფინალურ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების 17 წლის წევრი, მათე ხატიაშვილი ესანეთის ასაკობრივ ტურნირებში უმაღლეს დონეზე თამაშობს. მათე “ბასკონიას” როგორც ევროლიგის, ისე ესპანეთის უმაღლესი ლიგის ძირითადი გუნდის განაცხადშია, თუმცა თამაში მხოლოდ ასაკობრივ გუნდში უწევს.
ამ დღეეებში ესპანეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომლის ფინალიც დღეს იყო. “ბასკონია” ფინალში 82:92 დამარცხდა მადრიდის “რეალთან”. ხატიაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მათემ შეხვედრა 29 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა.
შედეგიანი იყო მათე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, “ბარსელონასთანაც”. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მათემ 18 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა, “ბასკონიას” 70:63 მოაგებინა და ფინალში გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მათემ ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩში, რომელის ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტენერიფეში ესპანეთთან ჩაატარა და 21 წუთში 10 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.
GFF.GE
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა “გრან კანარიასთან” და MVP-ს ტიტული
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
“ბასკონიამ” 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
მათე ხატიაშვილმა “რეალს” 22 ქულა ჩაუგდო | ქართველი გამთამაშებელი ავანსებს ამართლებს
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
მათე ხატიაშვილი საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს ევროპის ლიგის ფინალში შეუძღვა