ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
მე-12 წუთზე ანგარიში რაფინიამ პენალტით გახსნა. ამის შემდეგ “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” “ბლაუგრანას” კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა “ბარსას” მეკარე ჟოან გარსია მოწოდების სიმაღლეზე იყო.
39-ე წუთზე ვეიგამ იამალი მოცელა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პორტუგალიელი მცველი მოედნიდან გააძევა. მეორე ტაიმში “ვილიარეალი” კვლავ უტევდა, მაგრამ მარსელინიოს გუნდმა მომენტის გოლად გარდაქმნა ვერ მოახერხა. 63-ე წუთზე ლამინ იამალმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ცვლილებაზე შემოსული მიქაუტაძე 77-ე წუთზე ჟოან გარსიას პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველის დარტყმული ესპანელმა მეკარემ მოიგერია.
ამით შეწყდა პრიმერაზე „ვილიარეალის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია – 6 მოგება და 1 ფრე.
„ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 იანვარს „ელჩეს“ ესტუმრება.
ვილიარეალი – ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 რაფინია (12, პენ), 0:2 იამალი (63)
გაძევება: ვეიგა (39, ვილიარეალი)
· გიგო პაპა მარსელინიომ და მსაჯმა გააფუჭეს თამაში. რა უნდოდა აიოზს ძირითადში? 0-2 -ზე რომ შემოიყვანა ჟორჟი, მერე რაღა უნდა ექნა? მაინც სახიფათოდ შეუტიეს 10 კაცმა, შექმნა ჟორჟმა განსხვავება. იამალს უფრო ეკუთვნოდა ყვითელი სიმულაციაზე, მშვენიერი თამაში გააფუჭა მსაჯმა ბარსას სასარგებლოდ. კი ბატონო, აუღო მეკარემ ჟორჟს, მაგრამ თავიდანვე რომ დაეყენებინათ, უეჭველი გაიტანდა. მაინც არ ენდობა მარსელინიო ბოლომდე და ღირსიცაა რომ წააგეს! იმედია ჟორჟს კიდევ უფრო ძლიერ გუნდში ვიხილავთ.
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია – მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
“სოსიედადმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ “ბარსელონასთან” მატჩში?




