სამხრეთ აფრიკაში ბარში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 12-მდე შეიარაღებულმა პირმა იოჰანესბურგის ბეკერსდალის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბარს ცეცხლი გაუხსნა.
იოჰანესბურგის პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა ავტომობილებით დატოვეს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ