ერევანში დაგეგმილი ფუტსალის საერთაშორისო ტურნირის კალენდარში ცვლილებაა.
ტურნირის ორგანიზატორების მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილი საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებთა მატჩი გადაიდო. ყირგიზეთის ნაკრებმა სომხეთში ჩასვლა უამინდობის გამო ვერ მოახერხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირზე ასპარეზობას 22 დეკემბერს დაიწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვის ეროვნული ნაკრები იქნება.
22 დეკემბერი | საქართველო – მოლდოვა
24 დეკემბერი | სომხეთი – საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სომხეთში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. ერევნის საერთაშორისო ტურნირი ევრო 2026-ისთვის მზადების ნაწილია.
საქართველოს ნაკრები შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
NAKREBI.GE
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება – სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველო 5:0 ესტონეთი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს




