ჰელსინკის ექსპო-ცენტრში, ნორდიული რეგიონის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ტურისტული გამოფენა MATKA 2024 ჩატარდა

19-21 იანვარს, ჰელსინკის ექსპო-ცენტრში, ნორდიული რეგიონის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ტურისტული გამოფენა MATKA 2024 ჩატარდა.
ღონისძიებაში, რომელსაც 50 ათასამდე დამთვალიერებელი ეწვია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამცხე-ჯავახეთის და სვანეთის რეგიონულმა ტურისტულმა ორგანიზაციებმა და კერძო ტურისტულმა კომპანიებმა.
საელჩოს ინიციატივით ასევე, გაიმართა შეხვედრები ფინეთის ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, კერძო კომპანიებთან და ავიაკომპანია Finnair-ის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს